logo
ENG



დონორებისგან მიღებული თანხებით ტურისტულ სექტორს უნდა დავეხმაროთ - შარიქაძე

09 აპრ 202022:26
3 წუთის საკითხავი
 

​გალთ & თაგარტ-ის მმართველი დირექტორი საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმაურება. 

როგორც ოთარ შარიქაძე გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განმარტავს, ვინაიდან საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა, აუცილებელია ხელისუფლებამ და სხვადასხვა კომპანიებმა აღნიშნულ სექტორს დაეხმარონ.   

"დაუყოვნებლივ ნაბიჯებში შედიოდა მუშაობა დონორებთან, რასაც მთავრობა უკვე აკეთებს და როგორც ვხდები უკვე მელე გახმოვანდება პოზიტიური ინფორმაცია, რომ მივაღწიეთ გარკვეულ მიზანს. გარკვეული თანხები უკვე დონორებიდანაც წამოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უცხოურ ვალუტად ვიღებდით ტურიზმიდან და სხვა სერვისებიდან, რაც ამ ეტაპზე უკვე გაჩერებულია და ეკონომიკას უბრალოდ ძალიან სჭირდება ამ ტიპის შემოდინება. უნდა დავეხმაროთ ტურიზმს. ტურიზმი გაჩერებულია. უნდა დავუდგეთ ამ სექტორს გვერდში და როცა დადგება დრო, ჩვენი ქართული კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ საკმაოდ კარგი პოზიციონირება და იყვნენ სექტორში ლიდერები, მალევე შეძლონ იმ ტურისტების ნაკადის დაბრუნება და მიღება. ეს სასტუმროები, რომლებიც 5-6 თვის შემდეგ გაიხსნებიან, მათ უბრალოდ დაალაგონ, მოიმარაგონ ის აღჭურვილობა, რომელიც სჭირდებათ", - განაცხადა შარიქაძემ.  


close დახურვა