logo
ENG



დროა: სახელმწიფო უგულებელყოფს ლგბტქი მოქალაქეებს და ხელს უწყობს მათ გარიყვას

15 მაი 202118:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/15/i1liacydwuj6c1i.png

მოძრაობა დროა დედა ენის ბაღში ლგბტქი აქტივისტებსა და მათ მიერ აღმართულ ინსტალაციაზე ქსენოფობიური და ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის ძალადობრივ თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"სახელმწიფო უგულებელყოფს საკუთარი საზოგადოების ლგბტქი მოქალაქეებს, უფრო მეტიც, ხელს უწყობს მათ გარიყვას და დემონიზებას", - აცხადებს დროა, - "მსგავსი მიდგომა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას". 

დღეს დედა ენის ბაღში აღმართული ინსტალაციის გამო, ქსენეფობიური და ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქი აქტივისტებს თავს დაესხა და მათ მიერ აღმართული ინსტალაცია დაშალა.  შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.  


close დახურვა