logo
ENG



დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა

12 სექ 202612:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/12/gv7hebl5ftx1vla.png

ღამით უკრაინული  დრონების თავდასხმის სამიზნე  რუსეთის სამარისა და როსტოვის ოლქებში მდებარე  სამხედრო და სამრეწველო ობიეტები გახდა. 

ქალაქ ტოლიატიში დრონი ქიმიურ ქარხანას - "კუიბიშევ-აზოტს" მოხვდა. 

ადგილობრივები  სამრეწველო ზონაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის კადრებს ავრცელებენ.

ქარხანა ქიმიური პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და  რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მასალებს აწარმოებს.  

პარალელურად, დრონების იერიშის შედეგად აფეთქებებისა და ხანძრების სერია დაფიქსირდა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სავარაუდოდ ქალაქის  სამხედრო აეროდრომი იყო, სადაც რუსეთის 708-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკია დისლოცირებული.

აეროდრომის სიახლოვეს მდებარეობს ასევე  საავიაციო სარემონტო ქარხანა.  


close დახურვა