logo
ENG



დროშა ვერ დაკიდენ - ტექნიკური ხარვეზის გამო, გირჩის წევრების სასამართლო პროცესი ვერ იწყება

04 მაი 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში დღეს  პოლიტიკური პარტია „გირჩის" წევრების  სასამართლო პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ იწყება. სხდომა დისტანციურ რეჟიმში, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა იმის გამო, რომ დარბაზში მხარეებს მოსამართლის ხმა არ ესმოდათ, პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა.

„როგორც ჩემი კოლეგა პოლიტიკოსი იტყოდა, „დროშა ვერ დაკიდენ“. დარბაზში ვერ ჩართეს კომპიუტერი, რომ მოსამართლის ხმა იყოს ხელმისაწვდომი ეჭვმიტანილებისთვის და პოლიციელებისთვის. ორი დარბაზი შეცვალეს, მაგრამ მაინც ვერ ჩაერთო მოსამართლე და შესვენება გამოცხადდა. 10 კაცი ზის დარბაზში, რომლებსაც ასამართლებენ იმის გამო, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ და მხოლოდ მოსამართლეა დისტანცირებული დანარჩენი საზოგადოებისგან. როგორც ჩანს, მოსამართლის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ რომ არ დავრჩეთ სასამართლოს გარეშე“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.

დღეს სასამართლომ სამ პირთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს, რომლებსაც პროკურატურა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

შეგახსენებთ, 23 აპრილს ჩატარებული აქციის დროს ჯამში 17 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 14 სამი ათასი ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.


close დახურვა