logo
ENG



დუბაი-თელ-ავივის რეისზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

30 სექ 202615:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/crk2f5djm81muon.png

დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ flydubai-ის თვითმფრინავზე ერთ-ერთმა პილოტმა, სავარაუდოდ, მეორე პილოტი დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა. მგზავრების ინფორმაციით, მათ გაიგონეს ყვირილი, რის შემდეგაც თვითმფრინავმა მკვეთრად დაიწყო სიმაღლის დაკარგვა.

ბორტზე მყოფმა მგზავრებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს. თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალი გადასცა, მათ შორის კოდი, რომელიც შესაძლო გატაცებაზე ან უკანონო ჩარევაზე მიუთითებს, რის შემდეგაც ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.

თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში. ორივე პილოტი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის ზუსტი გარემოებებსა და მოტივზე ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.


close დახურვა