დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს.
პირველადი დათვალიერებით, ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.