დღეიდან ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 ამოქმედდება. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, ცხელი ხაზი, რომელიც უფასოა, რამდენიმე სახელმწიფო პროგრამას აერთიანებს და მუშაობს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით.
ცხელ ხაზზე დარეკვისას, ბავშვებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებენ, მათ შორის, განათლების, სოციალური თუ ჯანდაცვის მიმართულებით.
ცხელი ხაზი UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდი) დაფინანსებით შეიქმნა, როგორც საქართველოში მისი წარმომადგენელი, ღასან ხალილი ამბობს, ცხელი ხაზის მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა.