დღეიდან ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში კინოეკრანებზე მიკ ჯაგერის მონაწილეობით ახალი ფილმი გამოდის.
„ძარცვის ხელოვნება“ - ასე ეწოდება ტრილერს, სადაც როლინგ სტოუნზის სოლისტი კოლექციონერს ასახიერებს, რომელიც მეგობარ ხელოვნებათმცოდნეს დახატვას დაავალებს.
ვეტერანი მუსიკოსი არაერთ ფილმში მონაწილეობს. ბოლოს 76 წლის ჯაგერმა კინო-როლი 2001 წელს შეასრულა.