logo
ENG



დღეიდან კოვიდბარათების აღებას იუსტიციის სახლებსა და საზ. ცენტრებში უფასოდ შეძლებთ

17 აგვ 202113:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/17/voi4tpsioz3v2b0.jpg

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეიდან კოვიდბარათების აღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში უფასოდ იქნება შესაძლებელი. 

მათი ინფორმაციით, დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი.

"მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა.

კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში.

"ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით", - აცხადებენ უწყებაში.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი, არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.


close დახურვა