logo
ENG



დღეიდან ქვეყანაში სავაჭრო ობიექტები იხურება

20 მარ 202008:34
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან ქვეყანაში სავაჭრო ობიექტები იხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა, დაიკეტება ყველა სხვა ობიექტი.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, აკრძალვების აუცილებლობა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევების გამო დადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯერჯერობით არ იგეგმება.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. 


close დახურვა