დღეიდან ჭავჭავაძის გამზირი ისევ იკეტება. ამჯერად მოძრაობა ღამით იზღუდება. უახლოესი სამი ღამის განმავლობაში 00:00-დან დილის 04:00 საათამდე, ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა განმარტა, დროის ამ მონაკვეთში, გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები მოძრაობის ახალ სისტემაზე ივარჯიშებენ.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის 30 მაისს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად სამი თვე განისაზღვრა.