შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი არ იმოქმედებს და გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. მოსახლეობას შეუძლია იმოძრაოს როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილით.
ამავდროულად, 7 იანვრის 05:00 საათიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ იმოქმედებს და შესაბამისად, გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ აღდგება.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო წრეში აღნიშვნას ურჩევენ.