logo
ENG



დღეს დილით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

11 მაი 202212:07
3 წუთის საკითხავი
 

დღეს დილით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოკუპანტებმა ცეცხლი დასახლებულ პუნქტში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტს გაუხსნეს. პირველადი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დღეს დილით მტერი ზაპოროჟიეს დაესხა თავს. ჩვენმა საჰაერო ძალებმა წარმატებით იბრძოლეს ზაპოროჟიეში. რაკეტა ესროლეს რეგიონის ცენტრთან ახლოს დასახლებულ პუნქტში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. შენობა მძიმედ დაზიანდა“ - წერია სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

close დახურვა