logo
ENG



დღეს ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ასტრაზენეკას საჩუქრად გაუგზავნის

23 ივლ 202113:13
3 წუთის საკითხავი
 
დღეს ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ასტრაზენეკას საჩუქრად გაუგზავნის

ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს საქართველოს 15 ათასი დოზა ასტრაზენეკას კოვიდვაქცინას საჩუქრად გაუგზავნიან. განცხადება მათივე ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. 

"Covid-19-ის პანდემიამ დიდი ხანია გადალახა ეროვნული და კონტინენტური საზღვრები, ამიტომ ვალდებული ვართ, დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რეგულარულად ვერ იღებენ ვაქცინას, ამ გადამდებ დაავადებასთან საბრძოლველად [...]", - წერია განცხადებაში. 

24 ივლისს საქართველოში ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა. აღიშნული დოზები ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმითსინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.

დღეს, 23 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი.


close დახურვა