logo
ENG



დღეს ლუკა სისტემამ მოკლა - ქვეყნის სამსახურში იაშვილის კლინიკასთან მივიდა

17 დეკ 201921:35
3 წუთის საკითხავი
 
syu0nknyrdizs7j.jpg

იაშვილის კლინიკასთან, სადაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ აქტივისტები სანთლებითა და ყვავილებით მივიდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, სოლიდარობას უცხადებენ ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო და "არ შეიძლება მომხდარი საზოგადოების მხრიდან უპასუხოდ დარჩეს, რადგან სისტემა ყარს".

„აუცილებლად უნდა შევცვალოთ საზოგადოებამ ეს მდგომარეობა, რადგან ხვალ და ზეგ, ლუკას ადგილას შეიძლება იყოს, ანა, გიორგი, ნებისმიერი სხვა. დღეს ლუკა მოკლა სისტემამ. ამ ყველაფრის რეაგირების გარეშე დატოვება, იქნება საზოგადოების დანაშაული. ისიც საზოგადოების დანაშაულია, რაც დღეს მოხდა, რადგან ჩვენ ვტოვებთ სისტემას ისე აყროლებულს, როგორც ახლა არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. დღეს ლუკა სისტემამ მოკლა“, - აცხადებენ აქციის მონაწილე ანა ჭარხალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.


close დახურვა