logo
ENG



დღეს რუსულმა ძალებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე იერიში მიიტანეს

25 მარ 202320:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/25/i94bjt58y6aep5f.jpg

დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე იერიში მიიტანეს.

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, თავდასხმის შემდეგ 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გასულ ღამეს რუსეთის არმია თავს დაესხა ცენტრებს დონეცკის ოლქში კოსტიანტინივკაში, დღეს რუსეთის არტილერიამ დაბომბა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი ხერსონში. თავდასხმის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა: 41 წლის ქალი და 25 წლის კაცი“ - განაცხადა პროკუდინმა.


close დახურვა