logo
ENG



დღეს საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

24 იან 202209:27
3 წუთის საკითხავი
 

დღეს საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. პროცესი 12 საათზე დაიწყება.

მიხეილ სააკაშვილი სხდომას არ დაესწრება.

სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმის მასალები ფალსიფიცირებულია.

"ეს პროცესი არის საშუალება იმისა, რომ ყველა ადამიანს ვინც უყურებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ რამდენად აბსურდული და სასტიკია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა" – ამბობს შოთა თუთბერიძე

სააკაშვილი 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეზე ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.


close დახურვა