logo
ENG



დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა

26 იან 202412:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/avbf6x1wyexund3.jpg

დღეს, 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

17:00 საათზე გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების ერთობლივი განცხადებები. 


close დახურვა