logo
ENG



დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

01 დეკ 201911:27
3 წუთის საკითხავი
 
4fbhy6a7lve8czx.jpg

"დავამარცხოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში" - ამ სახელწოდებით, აივ/შიდსის ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც დარგის სპეციალისტები და ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პირები ესწრებოდნენ აღინიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველადი დახმარების ცენტრებში c ჰეპატიტთან ერთად, აივ/შიდსის ანალიზების გაკეთებაც იქნება შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში, ამ ვირუსით რეგისტრირებული 8 ათას 28 ადამიანია, საიდანაც 6 ათასზე მეტი მამაკაცია. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 1988 წლიდან აღინიშნება. 

მსოფლიო შიდსის დღე პირველად 1988 წლის 1 დეკემბერს აღინიშნა. იგი მიზნად ისახავდა აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებას, ინფექციით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერასა და მის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემას.


close დახურვა