ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი 91 წლის ასაკში კაიროში გარდაიცვალა.
ეგვიპტური მედიის ცნობით, მუბარაქი სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მან იანვარში მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.
მუბარაქი ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, სანამ 2011 წელს ეგვიპტეში მის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყებოდა.