თუკი კარვის გაშლა არ აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას, ეს შეიძლება იყოს პროტესტის გამომხატველი და ასე პროტესტის გამოხატვა ცალსახად არის კონსტიტუციით დაცული. აქ უკვე საქმე გვაქვს არა ფორმის პრობლემასთან, არამედ შინაარსის პრობლემასთან. ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ამ შინაარსის პროტესტი გაჟღერდეს.
