FIBA-ს ინფორმაციით, კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო. როგორც FIBA-ს ვებ-გვერდი იტყობინება, ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება.
გადაწყვეტილება ახლა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.
აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისიცაა.