logo
ENG

ევროკავშირი, უკრაინა, NATO, აშშ - მოსახლეობის განწყობა ქვეყნებისა და გაერთიანებების მიმართ

09 სექ 202121:18
3 წუთის საკითხავი
clock 609

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მაღალი პოზიტიური გაწყობა ევროკავშირის, უკრაინის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ აქვს.

კერძოდ, ევროკავშირს პოზიტიურად 91% აფასებს, უკრაინას - 90%, ნატოს - 89%, ხოლო აშშ-ს - 86%. 

სხვა ქვეყნების მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობა შემდეგნაირად გამოიყურება:

დიდი ბრიტანეთი - 86% (ნეგატიური განწყობა - 14%)

ისრაელი - 83% (ნეგატიური განწყობა - 17%)

აზერბაიჯანი - 71% (ნეგატიური განწყობა - 29%)

სომხეთი - 65% (ნეგატიური განწყობა - 35%)

თურქეთი - 63% (ნეგატიური განწყობა - 37%)

ჩინეთი - 49% (ნეგატიური განწყობა - 51%)

ირანი - 42% (ნეგატიური განწყობა - 58%)

რუსეთი - 34% (ნეგატიური განწყობა - 66%)

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 

close დახურვა