![sgahbd7fjwqalzm.jpg](/uploads_script3/news/sgahbd7fjwqalzm.jpg)
ბრექსითის გადამწყვეტი დღე. ამ წუთებში ევროკავშირიდან გასვლის გარიგებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დებატები მიმდინარეობს.
კანონმდებლებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, პროცესის გადადება 31 ოქტომბრის შემდეგ გამანადგურებელი იქნება.
დებატების დასრულების შემდეგ პარლამენტში კენჭისყრების სერია დაიწყება. ეს ბოლო 37 წლის განმავლობაში ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში შაბათს მიმდინარე პირველი სესიაა.