ევროკავშირის დამკვირვებელს, რომელიც რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდათ, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა თავისუფლება იმ დროს შეუზღუდეს, როდესაც ის სოფლების ტერიტორიაზე პატრულირებდა. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე იმყოფებოდა "ფორმულას" გადამღები ჯგუფი. ჩვენმა ჟურნალისტებმა მისიის ავტომობილებისა და დამკვირვებლების გადაღება შეძლეს. სავარაუდოდ, ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი დააკავა საოკუპაციო რეჟიმმა უახლოეს პერიოდში.
ევროკავშირის დამკვირვებელი, სავარაუდოდ, პატრულირების დროს დააკავეს
25 ოქტ 201907:34
3 წუთის საკითხავი