ევროკავშირის დელეგაციამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) შეხვედრა რუსეთის დელეგაციის საუბრისას დატოვა. ინფორმაციას ნიდერლანდებში საფრანგეთის ელჩი ლუის ვასი ავრცელებს.
„აღმასრულებელ საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ყველა წევრმა და სხვა მრავალმა პარტნიორმა გადაწყვიტა ოთახის დატოვება მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციამ დაიწყო ჩვენს "ცინიზმზე" საუბარი, მაშინ როცა სინამდვილეში თავად უკრაინის შესახებ ფაქტებს უარყოფენ და სხვათა შორის, ბევრ სხვა საკითხსაც, რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შეხვედრისას განიხილებოდა (სირია, ნავალნი)", - ტვიტერზე წერს ლუის ვასი.
All EU delegations at the Executive Council and many partners decided to leave the room as the Russian delegation was evoking our « cynicism » when in fact he was denying basic facts about Ukraine and for that matter many other issues dealt with at OPCW (Syria, Navalny).
აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის დელეგაციაც ავრცელებს ინფორმაციას. ისინი უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოთქვამენ.
"დიდმა ბრიტანეთმა და პარტნიორებმა შეხვედრა ამ დილით დატოვეს უკრაინის შესახებ მიუღებელი რუსული სიცრუის გამო. OPCW-ის ქვეყნები უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავენ", - წერს დელეგაცია ტვიტერზე.
UK and partners walked out of #EC99 this morning in response to unacceptable Russian falsehoods on Ukraine. OPCW states show they stand with Ukraine pic.twitter.com/JmbWtjVVUE
ნიდერლანდებში საფრანგეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ამავე შეხვედრაზე უკრაინის შესახებ ევროკავშირის პოზიცია მან გააჟღერა.