ევროკავშირის დემარში - ელჩმა ჰერჩინსკიმ რატი ბრეგაძეს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს სახელით იუსტიციის მინისტრს ერთობლივი მოწოდება გააცნო. ბრიუსელი ერთხმად ითხოვს საქართველოს მთავრობისგან სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. უცხოური მედიის მტკიცებით, საპროტესტო გზავნილს ამ დრომდე მხოლოდ უნგრეთი ბლოკავდა, მაგრამ წინააღმდეგობა დაძლეულია.