logo
ENG



ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა კიევში ბრუნდება

09 აპრ 202218:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/x9qsiu08webjbh8.jpg
Matti Maasikas

კიევში ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა ბრუნდება. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა.

„ბედნიერი ვარ, რომ კიევში დავბრუნდი“ - წერს უკრაინაში ევროკავშირის ელჩი ტვიტერზე.

მისი თქმით, კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის გასაზრდელად და უკრაინელი პარტნიორების დასახმარებლად ბრუნდება.

მაასიკასმა კიევში აღმართული ევროკავშირის დროშის ფოტოც გაავრცელა. 

აღსანიშნავია, რომ იტალიაც გეგმავს კიევში საელჩოს ხელახლა გახსნას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„ელჩმა პიერ ფრანცესკო ზაზომ და ჩვენმა საელჩოს არასდროს დაუტოვებიათ უკრაინა - ისინი ლვივლში არიან, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. მაგრამ ახლა დრო მოვიდა რომ უკრაინელებს დიდი სიგნალი გავაგონოთ და მადლობა გადავუხადოთ კიევიდან რუსი სამხედროების გაძევებისთვის“ - განაცხადა დი მაიომ პრესასთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 


close დახურვა