logo
ENG



ევროკავშირის ელჩები სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე არ მივიდნენ

05 მარ 202410:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/i8l4nixlk2whcd8.jpg

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვეს. ამის შესახებ თვითონ ლავროვმა ისაუბრა.

როგორც ლავროვმა თქვა, შეხვედრა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დასთმობოდა, თუმცა ორი დღით ადრე შეტყობინება მიიღო, რომ ელჩები არ მივიდოდნენ.

"წარმოგიდგენიათ დიპლომატიურ დონეზე ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელთა ელჩებს ეშინიათ იმ ქვეყნის მინისტრთან შეხვედრაზე მისვლა, რომელშიც ისინი არიან აკრედიტებული? სად გაგონილა ასეთი?" - თქვა ლავროვმა სოჭში ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე.

ლავროვის განცხადებით, მას სურდა განეხილა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი მოსკოვში თვითონ "ემზადება" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და თითქოს რუსული "არასისტემური ოპოზიციისთვის" მხარდაჭერას აპირებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოცემა RBK-ს დაუდასტურა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულნი იყვნენ, თუმცა უარი "ნდობის დაბალი ხარისხითა" და მოსაწვევში დღის წესრიგის საკითხების არარსებობით იყო გამოწვეული.


close დახურვა