logo
ENG



ევროკავშირის ელჩი: ექიმის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

07 დეკ 201913:49
3 წუთის საკითხავი
 
pl2pp4ofahb4q5h.jpg

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. მისივე განცხადებით, პროცესის სწრაფად მოსაგვარებლად ჩართულია არა მარტო ევროკავშირი, არამედ უფრო ფართო საზოგადოება.

„ამ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ამას ვაკეთებთ პირველივე დღიდან სხვადასხვა აქტორების მეშვეობით არა მარტო ევროკავშირის მხრიდან, არამედ არსებობს უფრო ფართო საზოგადოება, რომელიც ცდილობს, რომ სწრაფად მოგვარდეს ეს სამწუხარო შემთხვევა,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.


close დახურვა