logo
ENG



ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს

16 დეკ 202210:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/d2wb2co0hpxqh2h.jpg
Shutterstock/Alexandros Michailidis

ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 

"ბოსნია და ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები."- წერს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელი Twitter-ზე.

ის შეუერთდება ევროკავშირის სხვა კანდიდატებს - ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, ჩერნოგორიას, სერბეთს, თურქეთს და უკრაინას - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, რასაც შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს და მოიცავს კომპლექსურ მოლაპარაკებებს ადგილობრივი კანონების ევროკავშირთან შესაბამისობაში მიყვანამდე. 

"დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვესმის ბოსნია და ჰერცეგოვინას და მთელი დასავლეთ ბალკანეთის წინაშე მდგარი გამოწვევების."- განაცხადა სლოვენიის პრემიერ მინისტრმა რობერტ გოლობმა, რომელიც მტკიცედ ლობირებდა გადაწყვეტილებას.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო მიღებული.

"სასიამოვნოა, რომ ეს საბოლოოდ მოხდა. მაგრამ ის არ მისცემს მოქალაქეებს უფლებას გადაადგილდნენ უფრო თავისუფლად ან ბოსნიაში წარმოებული საქონელი უფრო ადვილად გაიყიდოს და ასევე არ გახსნის ევროკავშირის ახალ ფონდებს."თქვა ადი კერიმაგიჩმა, ევროპის სტაბილურობის ინიციატივის (ESI) ანალიტიკოსმა ბერლინში. 14 დეკემბერს კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა. 

ბოსნიამ 2016 წელს მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ჩამორჩება რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია. 

მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ძირითადად გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ უკრაინაში ომის შედეგად შექმნილი არასტაბილურობა შეიძლება გავრცელდეს არასტაბილურ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში.


close დახურვა