ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებაზე უკრაინას შეზღუდვები მოუხსნან. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც დაესწრო. დღეს უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენების უფლება რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ საზღვრის სიახლოვეს შეუძლია. ხვალ ბრიუსელში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ.
ევროკავშირის მინისტერიალი - მხარდაჭერა უკრაინას
29 აგვ 202420:36
3 წუთის საკითხავი