logo
ENG



ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

16 ნოე 202615:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/16/d81zf1e87ah2yyo.png

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს, უახლოეს პერიოდში უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის [Ukraine Facility] ფარგლებში თითქმის 8 მილიარდი ევრო მიიღოს. აქედან დაახლოებით 5 მილიარდი ევრო 2026 წელს უკრაინის მხარდაჭერის სესხისთვის [Ukraine Support Loan] გამოყოფილი რესურსებიდან იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ამ მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული ყველაზე დიდი ერთჯერადი ფინანსური გადარიცხვა.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მიერ 20-ზე მეტი სამიზნე ეტაპის შესრულება. ეს ეტაპები სხვადასხვა საკვანძო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, მათ შორის:

  • სასამართლო სისტემას;
  • კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას;
  • ფინანსურ ბაზრებს;
  • საჯარო აქტივების მართვას;
  • ადამიანურ კაპიტალს;
  • ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას;
  • დეცენტრალიზაციასა და რეგიონულ პოლიტიკას;
  • ენერგეტიკას;
  • აგროსასურსათო სექტორს;
  • ციფრულ ტრანსფორმაციას;
  • გარემოს დაცვას.

უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი [Ukraine Facility] 2024 წლის 1 მარტს შეიქმნა და 2027 წლამდე უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 50 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის გრანტებსა და სესხებს ითვალისწინებს.

 


close დახურვა