logo
ENG



ევროკავშირის საგარეო სამსახური: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი

21 დეკ 201910:40
3 წუთის საკითხავი
 
u9mhy0h0mb0v4bz.jpg

ევროკავშირის საგარეო სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ  გათავისუფლებას მოითხოვს.

„9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისთანავე ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით,  ჩვენ კვლავ ვახმიანებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ვაჟა გაფრინდაშვილს და ის დაუბრუნდება ოჯახს. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი მოსახლეობის შეუზღუდავი და თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 


close დახურვა