ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
"მინისტრები იმსჯელებენ სამხრეთ კავკასიაზე, ყურადღება გამახვილდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე", - ნათქვამია დღის წესრიგში.
დღის წერიგის მიხედვით, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სუდანის საკითხს განიხილავენ.
