logo
ENG



ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ

15 აპრ 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/15/98rpn6ss835qcbl.jpg

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეო კონფერენცია ჩატარდება. 

პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება: საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში და მოზამბიკში განვითარებული მოვლენები. ასევე ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA).

დისკუსია გაიმართება ეთიოპიისა და უკრაინის საკითხზე. მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრი კულეიბასთანაც გამართავენ არაფორმალურ დისკუსიას. 


close დახურვა