ევროკავშირი ბრექსითის გადავადებას დათანხმდა. გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს, თუმცა კონკრეტულ თარიღს, თუ როდის უნდა გავიდეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან, ბრიუსელში მომავალ კვირამდე არ დაასახელებენ.
ახლა ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ ჯონსონის მოთხოვნა უნდა განიხილოს. ბორის ჯონსონს სურს, რომ თუ ევროკავშირი ბრექსითის გადავადებას 31 იანვრამდე დაუჭერს მხარს, დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.