logo
ENG



ევროკავშირი საქართველოს პანდემიასთან საბრძოლველად €129 მილიონით დაეხმარება

29 სექ 202015:47
3 წუთის საკითხავი
clock 631
g0gdxxzode8qjc8.jpg

ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოვების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად ხელი მოაწერა €129 მილიონის ოდენობის ორ ფინანსურ დოკუმენტს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას Covid-19-თან ბრძოლაში.

ევროკომისიის ცნობით, ფინანსური შეთანხმებები მოიცავს €75 მილიონის ოდენობის გრანტს, რომლითაც ევროკავშირი ქვეყნის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას დაეხმარება. ღონისძიებები მოიცავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას და იმ ბიზნესის დახმარებას, რომელმაც პანდემიის დროს შეინარჩუნა სამუშაო ადგილები.

ასევე, €54 მილიონის გრანტით ევროკავშირი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

"იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი ეკონომიკური განვითარებისგან, პროგრამა ფოკუსირებული იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეების მიმართ კონკრეტულ ქმედებებზე. მაგალითად, ეს მოიცავს ურბანული ზონების რეაბილიტაციას ან აშენებას, ტურიზმის განვითარების წახალისებასა და პატარა ან საშუალო ზომის კომპანიების მხარდაჭერას. პროგრამა, ასევე მოიცავს დეცენტრალიზაციის წამახალისებელ ღონისძიებებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვას", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.


close დახურვა