logo
ENG



ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

06 ნოე 202617:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/06/qdl90kgizyhztrx.png

ევროკომისიის სპიკერმა პაულა პინიომ ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის კვლავ დიდი ძალისხმევაა საჭირო, ხოლო საკუთარი უსაფრთხოების საკითხებს ევროკავშირი დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

ევროკავშირის ეს გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, იგეგმება „დიდი შეთანხმება“, რომელიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხება.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დმიტრიევი ვაშინგტონში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც თეთრ სახლში მელანია ტრამპთან ერთად ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჯამეს.


close დახურვა