logo
ENG



ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს

21 მარ 202223:35
3 წუთის საკითხავი
 
ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინის დასახმარებლად დამატებითი 500 მილიონი ევროს გამოყოფას. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით უცვლელია. ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირი რუსეთის იზოლირებას გააგრძელებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში. მხარს დავუჭერთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას დამატებითი 500 მილიონი ევროს გადაცემას. მივიჩნევთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უზარმაზარი სამხედრო დანაშაულია, რომელსაც რუსული სამხედრო ძალა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის. არ შეიძლება ეს პასუხგაუცემელი იყოს", - განაცხადა ბორელმა. 


close დახურვა