logo
ENG



ევროკავშირმა რუსულ კომპანიებს, რომლებიც ომის პროპაგანდას ავრცელებდნენ, სანქციები დაუწესა

29 ივლ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/29/1ef2e722evfo34y.jpg

ევროკავშირის საბჭომ იმ რუსულ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, სანქციები დაუწესა. საუბარია 5 კომპანიასა და 7 ფიზიკურ პირზე.

ხსენებული პირები პასუხისმგებელნი იყვნენ საინფორმაციო მანიპულაციურ კამპანიაზე სახელწოდებით RRN, Recent Reliable News - (ბოლო სანდო ამბები). კამპანია მოიცავდა პრორუსული პროპაგანდის გავრცელებას ყალბი ვებსაიტებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით, რომლებიც ევროპული სახელმწიფოების ცნობილი მედიების და სამთავრობო პორტალების იმიტაციას ახორციელებდნენ.

"ეს კოორდინირებული და მიზანმიმართული საინფორმაციო მანიპულაციები არის რუსეთის უფრო ფართო ჰიბრიდული კამპანიის ნაწილი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში.

სანქციები შეეხო რუსული სამხედრო დაზვერვის კომპანია Inforos-ს, რომელიც 270-ზე მეტ ყალბ პრორუსულ პროპაგანდისტულ ვებგვერდს აკონტროლებს, ასევე შავ სიაში მისი სამი დამფუძნებელი მოხვდა. სანქციები დაწესდა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია Dialogue-ის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა კრემლის ხელისუფლების მიერ და მჭიდროდ დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ასევე, სანქციები დაუწესდა რუსული დიასპორის ინსტიტუტს, სოციალური დიზაინის სააგენტოს და Structura National Technologies, ორ რუსულ IT კომპანიას.


close დახურვა