logo
ENG



ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი მოლდოვასაც შეაქვს

03 მარ 202220:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/cm3qkxhq9yjgrbd.jpg

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი უკრაინისა და საქართველოს შემდეგ, მოლდოვასაც შეაქვს. დოკუმენტს ოფიციალურად მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

"30 წელი დასჭირდა მოლდოვას, რომ მომწიფებულიყო, ახლა, ქვეყანა მზადაა, საკუთარ მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა", - თქვა მაია სანდუმ ბრიფინგზე. 

დღესვე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი გაწევრიანების განაცხადს.

"დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, რაც აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული", - თქვა ღარიბაშვილმა.

სანდუს ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის, ზოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა, რუსეთის სამხედრო ომის პარალელურად, დაუყოვნებლივ გაწევრიანდეს მისი ქვეყანა ევროკავშირში.

გაწევრიანების განაცხადს პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი პრეზიდენტმა სანდუმ, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.


close დახურვა