logo
ENG



ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

05 ნოე 202522:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/05/3c5lspgleb6ywml.jpg

სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის გეგმა გადასცა.

დოკუმენტში მოცემულია ის ვალდებულებები, რომლებიც სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე. 

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრიS არპინე სარქისიანის თქმით,  სამოქმედო გეგმა მოქალაქეთა მობილურობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით ჩასატარებელი რეფორმების სტრატეგიულ ჩარჩოს წარმოადგენს.

სამოქმედო გეგმის წარდგენა მოჰყვა სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას 2024 წლის სექტემბერში.

სომხეთი ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას "ისტორიულ მოვლენას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამით სომხეთი EU-ში გაწევრიანებისკენ ხელშესახებ ნაბიჯს დგამს.

2025 წლის 9 იანვარს სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა.

2025 წლის 14 იანვარს სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.


close დახურვა