logo
ENG



ევრონიუსი:საქართველოში ათასობით ადამიანი საარჩევნო რეფორმას საპროტესტო აქციაზე ითხოვს

26 ნოე 201907:48
3 წუთის საკითხავი
 
x78augdla31wnjl.png

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უცხოური გავლენიანი მედიასაშუალებები ეხმაურებიენ.

,,პოლიციამ საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, დაპატიმრებულია რამდენიმე აქტივისტი. დედაქალაქში ათასობით ადამიანი საარჩევნო სისტემის რეფორმას მოითხოვდა.  დემონსტრანტებს, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებთან იდგნენ,  ტერიტორია ძალით დაატოვებინეს", - იუწყება სააგენტო „როიტერსი“ თბილისში გამთენიისას განვითარებული მოვლენების შესახებ.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს ,,ნიუ-იორკ თაიმსიც''  ეხმაურება და წერს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ,  მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩვენების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.

,,ორშაბათის საპროტესტო გამოსვლა დედაქალაქ თბილისში, ბოლო იყო აქციების სერიიდან, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის პარლამენტში ჩაგდებას მოჰყვა'', - ნათქვამია სტატიაში.

„საქართველოში ათასობით ადამიანი საარჩევნო რეფორმას საპროტესტო აქციაზე ითხოვს“, - ამ სათაურით სტატიას ,,ევრონიუსი“ ავრცელებს.

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზმმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 

 

 


close დახურვა