logo
ENG



ევროპალიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა

10 აგვ 202015:52
3 წუთის საკითხავი
clock 401
wk4tsk14uynewqe.jpg

უეფამ შვეიცარიის ქალაქ ნიონში  ევროპალიგის 2020/21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა, სადაც ტურნირში მონაწილე  ქართული კლუბების  მეტოქე გაირკვა.

ევროპალიგის ახალ სეზონში დინამო ბათუმი, საბურთალო და თბილისის ლოკომოტივი იასპარეზებენ. სამივე ქართული გუნდი წილისყრის წინ განუთესავი იყო.  

ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, 27 აგვისტოს ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, შეცვლილია ფორმატი - დაპირისპირებები ერთმატჩიანი იქნება და უმაყურებლოდ გაიმართება. მასპინძელთა ვინაობაც წილისყრის შედეგად დადგინდა.

დინამო ბათუმის მეტოქე ბეერ-შევას ჰაპოელი იქნება, რომელსაც გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ისრაელში დაუპირისპირდება. 

საბურთალო სტუმრად კვიპროსში, ლიმასოლის აპოლონთან ითამაშებს.

შინ მოუწევს თამაში თბილისის ლოკომოტივს. გია ჭიაბრიშვილის გუნდი კრაიოვას უნივერსიტატიას (რუმინეთი) უმასპინძლებს.


close დახურვა