logo
ENG



ევროპარლამენტარები ხელისუფლლებას ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო აკრიტიკებენ

10 დეკ 201920:36
3 წუთის საკითხავი
 
kh0xo7s9t7o3fu6.jpg

ევროპარლამენტარები, „ქართულ ოცნებას“, პოლიტიკური კრიზისის შექმნისა და ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დაკავების გამოც მწვავედ აკრიტიკებენ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ ჩაწერილა, მაგრამ ევროპელმა დეპუტატებმა საჯარო განცხადებებით მოუწოდეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს 20 ივნისის პოლიტპატიმრები.

ევროპარლამენტარები მთავრობას ღიად მოუწოდებენ პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს და პოლიტპატიმრები დროულად  გაათავისუფლოს, თუმცა უმრავლესობისთვის მათი განცხადებები საგანგაშო არ არის და არც ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებენ.

ოპოზიცია კი თანხმდება რომ ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაშია.

 

 


close დახურვა