logo
ENG



ევროპარლამენტარი: ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები დაპირებებს ვერ ასრულებენ

14 ნოე 201915:16
3 წუთის საკითხავი
 
v7gxfalq238ja80.jpg

ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ მმართველი გუნდის დაპირებასთან დაკავშირებით, რომელიც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. სწორედ „ფორმულამ" მიაწოდა ევროდეპუტატებს საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენები. ევროპარლამენტარები „ფორმულასთან" საუბარში აცხადებენ, რომ ცუდია, როდესაც მმართველი გუნდი დანაპირებს არ ასრულებს. გარდა ამისა, შეკითხვას ბადებს მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, რადგან შესაძლოა, ის გარკვეულ საფრთხეებს ხედავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ასევე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ 2020-ის არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. 

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსიფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების გამჭვირვალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის.

„ძალიან ცუდია როდესაც პოლიტიკოსები დაპირებებს ვერ ასრულებენ, განსაკუთრებით მმართველი პარტია და მისი წევრები. ეს აჩვენებს, რომ ღელავენ თუ როგორი შედეგით დასრულდება პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები. შესაძლოა, ფიქრობენ როგორ გამოიყენონ მაჟორიტარული საარჩევნო წესი, რომ მათვის მომგებიანი იყოს, რაც ასევე  აჩვენებს, რომ არჩევნების გამჭვირვალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, დაამტკიცოს, რომ განაგრძოს ევროინტეგრაციის გზას."- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.  

ევროპარლამენტარი პეტრეს ავსტრევიჩუსის თქმით კი, თუ პოლიტიკოსები აზრს შეიცვლიან, ეს მათ არასტაბილურობას აჩვენებს.

„ქართველ ხალხს აქვს ოცნება თუ როგორი უნდა იყოს მათი ქვეყნის მომავალი - დემოკრატია, განვითარება და სტრატეგიული მიზნები. ნუ დაკარგავთ იმედს, მაგრამ თუ პოლიტიკოსები აზრს შეიცვლიან, ეს მათ არასტაბილურობას აჩვენებს. იმედია საქართველო დარჩება ევროინტეგრაციის გზაზე," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ეს განცხადებები ევროპარლამენტარებმა გააკეთეს საგარეო კომიტეტის სხდომის შემდეგ. ამ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა იოჰანეს ჰანის შემცვლელი ოლივიე ვაჰეი, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ის ქვეყნები, რომელთაც სურთ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდნენ კანონის უზენაესობას. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.


close დახურვა