logo
ENG



ევროპარლამენტარი ქართულ ოცნებას: მაშინ ევროპულად მოიქეცით

03 მარ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 
ევროპარლამენტარი ქართულ ოცნებას: მაშინ ევროპულად მოიქეცით

გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი ქართული ოცნების წევრებს მოუწოდებს, "ევროპულად მოიქცნენ". 

გალერმა კომენტარი ქართული ოცნების დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის ფეისბუქზე დაწერა - მმართველი გუნდის წევრებმა ერთობლივი ფოტო მას შემდეგ გამოაქვყნეს, რაც განაცხადეს, რომ ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს EU-ს წევრი. 

"კარგი, მაშინ ევროპულად მოიქეცით, რათა შეასრულოთ ვალდებულებები. და ეს მოწოდება მიემართება ყველას, ვისაც ეს ეხება". - დაწერა გალერმა

 

გუშინ, 2 მარტს, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2024 წლის ნაცვლად 2022 წლის 3 მარტს შეიტანს.

1-ლ მარტს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის გაკეთებაზე "ემოციური აჟიოტაჟი" შეიქმნა და რომ კავშირის წევრობის შეთავაზება რელევანტურია უკრაინისთვის, მაგრამ არა საქართველოსა და მოლდოვისთვის. 

1-ლ მარტს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აქციაზე სამი მოთხოვნა წამოაყენა - გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს.


close დახურვა