ევროპარლამენტში არსებული ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
ამის შესახებ ECR-ის ჯგუფმა Twitter-ზე დაწერა. ისინი დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
"დიდი პატივი იყო ჯგუფის დღევანდელ მიღებაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრა. როგორც ექსპრეზიდენტის შვილი და ადვოკატი ადასტურებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ECR ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
It was a great honour to welcome members of the family of @SaakashviliM to our group meeting today.
As the former president's son & lawyer confirm, his health is severely deteriorating.
The ECR Group calls on the Georgian authorities to immediately release him. #SaveMisha pic.twitter.com/mVmBNp0GSA