logo
ENG



ევროპარლამენტი ჰააგის სასამართლოს ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს

18 ივლ 202316:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/cist50clfvnrkyr.jpg

ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს.

ევროპარლამენტარების შესაბამისი დოკუმენტი დღეს, 18 ივლისს დამტკიცდა. ის ბელარუსისა და ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხება და შესაბამის დოკუმენტს 49 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე ჰყავს. 2-მა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის 18 ივლისის განცხადებით, ბელარუსი უკრაინაში მიყენებულ ზარალზე და დანაშაულებებზე არის პასუხისმგებელი, ისევე, როგორც უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონო გაყვანაზე.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საბჭომ უნდა გააფართოვოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული ბელარუსი და რუსი პირების სია, მათ შორის, მათი, ვინც მონაწილეობას იღებენ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.

ანგარიში ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო ნაბიჯი საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს ბელარუსის იმ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდში.


close დახურვა